AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებაზე ხელშეკრულება ისევ გაუხანგრძლივდა და ორი სიხშირე დაემატა

AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებაზე ხელშეკრულება ისევ გაუხანგრძლივდა და ორი სიხშირე დაემატა
AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
ამასთან, როგორც უწყებაში განაცხადეს, შიდა ფრენებს კიდევ დაემატება ორი სიხშირე, ერთი ამბროლაურის, ხოლო მეორე ს მიმართულებით. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამბროლაურის მიმართულებიდან ფრენა დამატებით სამშაბათს, ხოლო ბათუმის მიმართულებით ხუთშაბათს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ამბროლაურიდან ფრენები ნატახტარის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ხორციელდება – სამშაბათი, პარასკევი და კვირა. ბილეთი ფასი 50 ლარია. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმიდან ფრენები ნატახტარის მიმართულებით სრულდება შემდეგ დღეებში: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა. ბილეთის ფასი 125 ლარია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში შიდა ფრენებს ძირითადად AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა. ბოლო შეთანხმებით, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება 2025 წლის ივნისის ბოლომდე ჰქონდა, ბოლო მდგომარეობით კი კომპანია შიდა ფრენებს წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატებაც. ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა.
www.bpn.ge