AJet -ის რეისებზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

Turkish Airlines -ის ახალმა ბრენდმა AJet -მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზების საკუთრებაში მყოფ AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს და მგზავრებს უფრო დაბლფასიან და გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებს.
ავიაკომპანია Ajet ოპერირებას 2024 წლის 31 მარტიდან, ფლოტში არსებული 95 თვითმფრინავით დაიწყებს და ფრენებს 41 შიდა და 52 საერთაშორისო მიმართულებით განახორციელებს.
AJet georgia ფრენებს სტამბოლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს. რეისები თბილისი სტამბოლი სტამბოლი თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.
წყარო: avia.ge