AirHelp-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები და აეროპორტები დაასახელა

კომპანია AirHelp-მა უახლესი „საუკეთესოების“ რეიტინგი წარმოადგინა. ჩვენ გეტყვით, რომელმა ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა მიაღწიეს მწვერვალს. მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოები Qatar Airways-ი და Muscat International Airport-ი აღმოჩნდნენ. ევროპაში კი საუკეთესოს სტატუსი Eurowings-მა და Bilbao Airport-მა მოიპოვეს. ისინი ყველა აღიარებული არიან საუკეთესოდ სერვისის მიწოდებისთვის და გრაფიკის დაცვისთვის (რაც შეიძლება საუკეთესოდ).

AirHelp-ის მიხედვით ტოპ ავიაკომპანიები ასე გამოიყურება:

Qatar Airways,
Eurowings,
LOT Polish Airlines,
Etihad Airways,
All Nippon Airways.

ტოპ აეროპორტები:

Muscat International Airport,
Recife / Guararapes – Gilberto Freyre International Airport,
Cape Town International Airport,
Brasília–Presidente Juscelino Kubitschek International Airport,
Doha Hamad International Airport.

AirHelp არის კომპანია, რომელიც იცავს მოგზაურებს. ის სთავაზობს დახმარებას კომპენსაციის მიღებაში მათთვის, ვისი ფრენები გადაიდო ან გაუქმდა.
ავიანიუსი