თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus-ის აქციები 10.8%-ით დაეცა და 182.38 ევრო შეადგინა. Bloomberg-ის ცნობით, ეს აპრილის შემდეგ ყველაზე რეკორდული ვარდნაა.
ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით, კლება გამოწვეული იყო A320-ის თვითმფრინავებზე წარმოების პრობლემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. Airbus-მა განაცხადა, რომ ყველაზე გავრცელებული მოდელის, A320-ის რემონტს აპირებს, რაც ამ კომპანიის მსოფლიოში არსებული მთელი საავიაციო პარკის პრაქტიკულად ნახევარს შეეხება. საუბარია 6000-მდე ავიალაინერის რემონტის აუცილებლობაზე.
ავიაკომპანიის ცნობით, ის გეგმავს უფრო ძველი თაობის პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაბრუნებას, რომელიც შედარებით უფრო მარტივია. ინციდენტი, რის გამოც Airbus-მა A320-ის პროგრამული უზრუნველყოფის ძველ ვერსიაზე დაბრუნება გადაწყვიტა, 30 ოქტომბერს მოხდა. მაშინ ავიალაინერმა, რომელიც მექსიკიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, მოულოდნელად სწრაფი, უკონტროლო დაშვება დაიწყო, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.




