Air Georgia ისრაელის და თურქეთის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს – გიორგი კოდუა

Air Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა “საქმის კურსის” ეთერში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საუბარია ორი თვითმფრინავის შემოყვანაზე, რომელსაც კომპანია ევროპელი პარტნიორების საშუალებით გეგმავს. მისი თქმით, იგეგმება ფრენების განხორციელება სა და თურქეთის მიმართულებით, უფრო მეტი დეტალი კი ორი კვირაში გახდება ცნობილი.
მისი განმარტებით, მიმდინარეობდა მუშაობა ამერიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებაზე, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
“Airbus 330 გვყავდა შემოყვანილი და ფრენებს ვგეგმავდით ამერიკის მიმართულებით, რაზეც მივიღეთ უარი და შევაჩერეთ რეისები. ახლა ჩვენ ვპარტნიორობთ სხვა ევროპულ ავიაკომპანიებთან, საუბარია 2 თვითმფრინავის შემოყვანაზე არა ქართული, არამედ ევროპული დროშით, ვინაიდან ევროპა საქართველოს კოორდინაციაში ურთიერთობა გართულდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოხდეს თვითმფრინავების ოპერირება საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვგეგმავთ ისრაელის და თურქეთის მიმართულებით ფრენების განხორციელებას, ეს ორ კვირაში ფრენების განრიგში ჩაიდება, რომლის შემდეგაც უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ”, – ამბობს Air Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა.