AI ჰაკათონი 18 000 ლარიანი სინვესტიციო ფონდით

ხელოვნური ინტელექტი და განათლება – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი AI მარათონის ფარგლებში გაიმართება. ჰაკათონის პარალელურად, მარათონი მოიცავს: იდეათონს, კონკურსს, AI JAM-სა და სხვა აქტივობებს. აღსანიშნავია, რომ AI მარათონის ფარგლებში, უკვე ჩატარებულია AI JAM ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენდა.
AI ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.
ჰაკათონის ფარგლებში, საპრიზო ფონდია 18 000 ლარი, რომელიც 3 გამარჯვებულზე გადანაწილდება
1 ადგილი – 10 000
2 ადგილი – 5 000
3 ადგილი – 3 000
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენს საბოლოო პროდუქტს და შეხვდება ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან. უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოიცავს სრულ მენტორშიფს.
ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ და იმუშავებენ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.
აღსანიშნავია, რომ მარათონის მონაწილეებისთვის BTU-ს MIT – Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation. MIT წლებია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია და მას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება.
AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. პარტნიორები კი არიან: აიტი კომპანია Greennet და გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori. ჰაკათონის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
AI მარათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება.
(R)