AI ჩიპების მწარმოებელი Tenstorrent-ი საინვესტიციო რაუნდში 2,6 მილიარდ დოლარად შეფასდა

Amazon.com Inc.–ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Bezos Expeditions–მა მონაწილეობა მიიღო AI ჩიპების მწარმოებელი Tenstorrent-ის საინვესტიციო რაუნდში, რომელშიც 2,6 მილიარდი დოლარად შეფასდა.
საინვესტიციო რაუნდმა შეადგინა $700 მილიონი, განუცხადა Tenstorrent-ის დამფუძნებელმა ჯიმ კელერმა Bloomberg-ს. მასში ასევე მონაწილეობდნენ Samsung, LG Electronics, სამხრეთ კორეული საინვესტიციო კომპანია AFW Partners და American Fidelity.
Tenstorrent, რომელიც იმედოვნებს, რომ საბოლოოდ კონკურენციას გაუწევს Nvidia Corp. ს ჩიპების ბაზარზე, შეგროვებულ თანხებს გამოიყენებს ინჟინრების გუნდის შექმნაში, გლობალურ მიწოდების ქსელებში ინვესტირებაში და ააშენებს დიდ სერვერებს AI მოდელების მომზადებისთვის.
interfax