„AI-ს დანერგვა განათლებისა და მედიცინის სფეროში ფანტასტიკური იქნება“ – ბილ გეიტსი

„მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია რევოლუციური იქნება, რადგან ის ყველას ცხოვრებას გაუადვილებს“, – ამის შესახებ Microsoft Corporation-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ახალ ტექნოლოგიასთან ერთად მოდის შიში, შემდეგ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება.
გეითსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მთელს მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.
„1900-იან წლებში სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიები რომ დაინერეგა, ხალხი ფიქრობდა, რაღა უნდა ეკეთებინათ. სინამდვილეში ბევრი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ ვიდრე მაშინ, როცა ყველა მიწათმოქმედებით იყო დაკავებული“, – განაცხადა გეიტსმა.
გეიტსი პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას გაუადვილებს ცხოვრებას, მათ შორის ექიმებს, რომლებიც დიდ დროს კარგავენ საბუთების მოწესრიგებაში. მისივე თქმით, ამ ტექნოლოგიის დანერგვა განათლებისა და მედიცინის სფეროებში „ფანტასტიკური იქნება“.