სტიპენდია ქალებისთვის – საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივ პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი – სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს . ბანკის პარტნიორი აკადემიების სია კი ასე გამოიყურება:

  • სმარტ აკადემია – Smart Academy;
  • თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
  • ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
  • ეჯაილ სქული – AgileSchool;
  • სქილვილი – Skillwill;
  • სქეილაფი – ScaleUp.

 

რაც შეეხება კონკრეტულ კურსებს, რომლის გავლაც AI ით დაინტერესებულ ქალებს შუძლიათ, ესენია:

TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION

  • ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
  • AI Agents & Automations;
  • AI ბიზნესის განვითარებაში.

Academy of Digital Industry

  • ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
  • AI ChatBots.

Smart Academy

Skillwill

  • ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის.

ScaleUp

  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება.

AgileSchool

  • AI Automation.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

განათლების მთავარი მხარდამჭერია

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”