AI გააქრობს სიღარიბეს და სამუშაო ადგილების 50%-ს – Fortune

Sinovation Ventures-ის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კაი-ფუ ლიმ 2017 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაოების 50%-ს დაიკავებდა და ჩაანაცვლებდა ადამიანებს. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ტექნოლოგია აღმოფხვრის სიღარიბეს. ამის შესახებ Fortune წერს.
ბიზნესმენი აზრს არც დღეს იცვლის. ბოლო Fortune Innovation Forum-ზე ჰონგ კონგში მან აღნიშნა, რომ მისი პროგნოზი ძალიან ზუსტი იყო.
ლი დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფად წაართმევს სამუშაო ადგილებს ჩინოვნიკებს, ადმინისტრატორებს და მენეჯერებს, ვიდრე სხვა ინდუსტრიული სექტორის მუშაკებს. იგი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომლის აღიარება და მოგვარებაზე ზრუნვა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო.
ლის ჯერ კიდევ სჯერა, რომ ადამიანებს აქვთ რაღაც უნიკალური, აქვთ სული, აქვთ გრძნობები, როგორიცაა თანაგრძნობა და მანქანებს ეს არასოდეს ექნებათ.
„ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის გაყალბება შეიძლება? – დიახ. ვფიქრობ, რომ ადამიანები დაიწყებენ „ყალბი” AI-ს ნდობას მინიმუმ მომდევნო 50 წლის განმავლობაში?“ – არა. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან ზუსტია. ხალხი 2017, 2018, 2019 წლებში აგრესიულობის გამო მაკრიტიკებდა და ამ დროს ცოტა ვნერვიულობდი. მაგრამ როდესაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოვიდა, მე ვფიქრობ, რომ პროგნოზი სწორი იყო“, – განაცხადა ლიმ.