ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ მედიცინაში კიბოს დიაგნოსტიკით დაკავებული ექიმების პროფესიული უნარების შემცირება გამოიწვია,- ამის შესახებ The Lancet-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით იბეჭდება.
ექსპერიმენტი პოლონეთის ენდოსკოპიურ ცენტრებში ჩატარდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები პოლიპების გამოსავლენად გამოიყენება. აღმოჩნდა, რომ ნეიროქსელის დანერგვის შემდეგ ექიმების მიერ დამოუკიდებელი დიაგნოსტიკის ეფექტიანობა 6%-ით შემცირდა.
„ხელოვნური ინტელექტის მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვეულებრივი კოლონოსკოპიის დროს, როცა ექიმები არ მიმართავენ AI-ს, ადენომების აღმოჩენა იშვიათი გახდება, რაც მიანიშნებს [ტექნოლოგიის] შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენაზე მედიკოსების მუშაობაზე,“ – აღნიშნულია კვლევაში. ექსპერიმენტში 19 გამოცდილი ექიმი მონაწილეობდა, რომელთაგან თითოეულს არანაკლებ 2 ათასი კვლევის ჩატარების გამოცდილება აქვს.
Bloomberg-ის ცნობით, ექიმები, რომლებიც AI-ზე დაყრდნობას ეჩვევიან , დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად ყურადღებიანი ხდებიან.
