AFP: განიხილება სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ღაზაში 6-კვირიან პაუზას ითვალისწინებს

ახალი ამბების სააგენტო AFP ჰამასის შიდა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ახალი გეგმის მიხედვით, რომელიც მხარეებს შორის განიხილება, კონფლიქტი 6 კვირის განმავლობაში დაპაუზდება.
ამასთან, AFP წერს, რომ გეგმის მიხედვით, 200-დან 300-მდე პალესტინელ პატიმარს ღაზაში მყოფი 35-40 მძევლის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.
ისრაელური მედია the Times of Israel-ის ინფორმაციით, სავარაუდო შეთანხმების ეს დეტალები ს საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ რიცხვებს ემთხვევა.
დღეს, 24 თებერვალს ანონიმურ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელის დელეგაცია ფრთხილი ოპტიმიზმით დაბრუნდა, რადგან მათ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “შეთანხმების მონახაზს” მიაღწიეს.
“იყო კარგი მოლაპარაკებები, არის მნიშვნელოვანი პროგრესი… გვაქვს საფუძველი, რაზეც გეგმისა და მოლაპარაკებების დამყარება შეგვიძლია”. – თქვა ოფიციალურმა პირმა Channel12-ის ინფორმაციით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების მონახაზი დასამტკიცებლად ჯერ ომის კაბინეტს, შემდეგ კი უფრო ფართო კაბინეტს წარედგინება.

ასევე დაგაინტერესებთ