Adobe Creative Cloud-ს ასობით ახალი ხელსაწყო ემატება

Adobe თავის შემოქმედებითობას კიდევ უფრო აძლიერებს თ — Adobe MAX-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე კომპანიამ განახლებების შესახებ ისაუბრა როგორც Creative Cloud-ში, ისე Photoshop-ში, Lightroom-ში, Premiere Pro-სა და Illustrator-ში. უფრო მეტ სიზუსტეს, სწრაფ მუშაობასა და AI ასისტენტს გვპირდებიან, რომელიც პროცესს გაამარტივებს.
Photoshop-ის ახალი AI ასისტენტი პირდაპირ აპლიკაციაშია ჩაშენებული და ზურგს Firefly-ის მოდელებიც უმაგრებს. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ, მათ ჩვეული ენით მიმართონ და ისეთი ინსტრუქციები მიაწოდონ, როგორებიცაა: გაანათე ობიექტი / წაშალე ანარეკლი.
ასისტენტი პერსონალიზებულ რეკომენდაციებსაც შესთავაზებს მათ, მოუყვება კომპლექსური ხელსაწყოების შესახებ და წარუძღვება მრავალსაფეხურიანი რედაქტირების პროცესში.
ამასობაში, ფოტოშოპის პოპულარულმა Generative Fill-მაც შეიძინა ახალი პარტნიორი მოდელები: Google-ის Gemini 2.5 Flash Image და Black Forest Labs' FLUX.1 Kontext — აღნიშნული მეტად თანმიმდევრული რედაქტირების საშუალებას იძლევა პეიზაჟზე ელემენტების დამატების, წაშლის თუ გადაკეთების დროს.
Generative Upscale-ის ცალკეული ფუნქცია კი ახლა უკვე Topaz Labs-ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს დაბალი გარჩევადობის სურათების ან მოჭრილი ფოტოების 4K ვერსიებად გარდასაქმნელად, როცა Harmonize ავტომატურად არეგულირებს განათებას და ფერს კომპოზიციური ელემენტების შესაერთებლად.
ფოტოშოპის გარდა, Adobe-მ 100 ახალი AI ფუნქცია შესთავაზა მომხმარებლებს, მათ შორისაა Lightroom-ის Assisted Culling-ის ფოტოების დახარისხების ინსტრუმენტი, რომელიც ფოტოგრაფებს ეხმარება, სწრაფად ამოიცნონ საუკეთესო კადრები დიდი კოლექციებიდან.
Premiere Pro-ში კი AI Object Mask დაგხვდებათ, ოღონდ ამჯერად საჯარო ბეტა ვერსიაშია. აღნიშნული ავტომატურად ადგენს და აცალკევებს ადამიანებსა თუ ობიექტებს ვიდეოკადრებში ცალკეული რედაქტირებისთვის, როტოსკოპიის საჭიროების გარეშე.
დაბოლოს, New Premiere Pro-ს ახალ ხელსაწყოებს შორის Rectangle, Ellipse და Fast Vector Mask გვხვდება ზუსტი რედაქტირების პროცესის დასაჩქარებლად.
ფოტოშოპის AI ასისტენტი ამჯერად კერძო ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი, როცა ახალი ხელსაწყოების უმეტესობა ან უკვე ლაივშია, ან ღია ბეტა ვერსიებში გვხვდება. უკვე პირველი დეკემბრიდან Creative Cloud Pro-სა და Firefly-ის გამომწერები ულიმიტოდ შეძლებენ სურათებისა და ვიდეოების გენერირებას როგორც Firefly-ის, ისე პარტნიორი მოდელების გამოყენებით.
marketer.ge