Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში – რეგისტრაცია დაიწყო!

Adobe-ის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უკვე დაიწყო. თუ ხარ 13-იდან 23 წლამდე და გრაფიკული დიზაინი შენი გატაცებაა, არ გამოტოვო შესაძლებლობა მიიღო საერთაშორისო საკონკურსო გამოცდილება, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – გაიარე რეგისტრაცია.
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი Adobe-ის სერტიფიცირების პროცესს მოიცავს. IT აკადემია STEP-ში შენ გაივლი წინასაგამოცდო მასტერკლასებს, რაც გამოცდის მარტივად და წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარება.
Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, -ში, ამჯერად კალიფორნიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდა დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ. საქართველოში, რეგიონული ჩემპიონატი კი 2024 წლის 17 მაისს IT აკადემია STEP-ში გაიმართება.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს.
მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით:

ასევე დაგაინტერესებთ