AdMagica AI, ქართული სტარტაპი 500 Eurasia -ს პროგრამაში მოხვდა

,, AdMagica ერთადერთი ქართული სტარტაპია, რომელმაც გაიმარჯვა და მოხვდა 500 Eurasia-ს პროგრამაში”,- ამის შესახებ AdMagica -ის დამფუძნებელმა, გიორგი კურტანიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
კურტანიძის თქმით, ევროპულ და აზიურ ბარზებთან ერთად სტარტაპის მიზანი ამერიკაზე გასვლაცაა.
,,სტარტაპი AdMagica არის ს ხელსაწყო, რომელიც ბიზნესებს რეკლამების ავტომატიზაციაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანიც არის, შექმნან AI-თანამშრომლები, რომლებიც ბრენდზე 24/7-ზე იმუშავებენ თუნდაც მითითებების გარეშე.
როცა მომხმარებელი ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირდება, მას რამდენიმე თანამშრომელი ხვდება. მაგალითად, „ფეისბუკის“ მიმართულებით არის „მარკი“, რომელიც როცა დაინახავს, რომ რეკლამების შედეგები ეცემა, ავტომატურად დაიწყებს ახალი რეკლამების მოფიქრებას, შექმნას. ამაზე „ღამეებს გაათენებს“, არ იქნება არც გაციებული, არც ცუდ ხასიათზე, იქნება ყოველთვის მოტივირებული. დილით რეკლამებს მომხმარებელს მისთვის სასურველ მოწყობილობაზე დაახვედრებს და საჭირო იქნება მხოლოდ დადასტურება, რომ ახალი რეკლამა გაეშვას”,-ამბობს კურტანიძე.
AdMagica AI -ის დამფუძნებელის ინფორმაციით, სტარტაპის მომხმარებელთა უმრავლესობა ამჟამად უცხოელია.
,,გვყავს უკვე ათასზე მეტი მომხმარებელი, 95% უცხოელები, რომლებიც ჩვენს პლატფორმას ყოველდღიურად იყენებენ. სამუშაო ჯერ ბევრი გვაქვს, თუმცა, ჩართულობა და ინტერესი უკვე ძალიან დიდია”,- აღნიშნა გიორგი კურტანიძემ “კომერსანტის” ეთერში.