Adidas-ი ჰადიდს ბოდიშს უხდის მას შემდეგ, რაც მისი მონაწილეობით სარეკლამო კამპანია შეაჩერეს

კომპანია Adidas-მა ამერიკელ მოდელს, ბელა ჰადიდს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც კრიტიკის ფონზე კომპანიამ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჰადიდის ჩართვის გამო ბოდიში მოიხადა და კამპანია შეწყვიტა.
კომპანია Adidas-მა ჰადიდი იმ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჩართო, რომელიც პირველად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოუშვეს, რასაც მოგვიანებით ს სახელმწიფოს მხრიდან სარეკლამო კამპანიის კრიტიკა მოჰყვა:
“გამოიცანით ვინ არის მათი [Adidas-ის] კამპანიის სახე? ბელა ჰადიდი, მოდელი, რომელსაც ანტისემიტიზმის გავრცელებისა და ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებების ისტორია აქვს”. – განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა ანგარიშმა X-ზე.
კრიტიკის შემდეგ Adidas-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, სარეკლამო კამპანია შეწყვიტა და NBC News-თან საუბრისას დაადასტურა, რომ დარჩენილ სარეკლამო კამპანიასაც “გადახედავდნენ”.
მომდევნო დღეს TMZ-იმ გაავრცელა ცნობა, რომ Adidas-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ჰადიდმა იურიდიული მრჩეველი და ადვოკატები დაიქირავა. ტაბლოიდის ინფორმაციით, ამერიკელი სუპერმოდელი სასამართლოში Adidas-ის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადება.
TMZ-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ბელა შეშფოთებულია, რადგან Adidas-მა თავისი კამპანიით იგი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ 1972 წლის ტრაგედიას დაუკავშირა, რაც ბელას შეხედულებებს ეწინააღმდეგება. სუპერმოდელის თქმით, კამპანია “სასტიკი და დამაზიანებელი” იყო.
ცნობისთვის, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება შავ სექტემბერთან იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს.