Adidas-ი გერმანიის ევროპის ჩემპიონატის მაისურიდან 44 ნომერს ამოიღებს

გერმანიის ნაკრების ფორმამ, რომლითაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე უნდა წარდგეს, გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალურ ქსელში, ერთმა გერმანელმა ისტორიკოსმა გამოთქვა შეშფოთება სოციალურ პლატფორმა X-ზე, რომ მაისურის წინა და უკანა მხარეს დაბეჭდილი ნომერი 44 საოცრად წააგავდა (SS-ის ოფიცერთა ლოგოს) „ესესის“ სიმბოლოს, რომელსაც ოფიცრები ატარებდნენ ნაცისტურ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე არც ერთი მოთამაშე არ იასპარეზებს აღნიშნული ნომრით, (გუნდი დანომრილია 1-დან 26-მდე) გულშემატკივრებს მაინც აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ნებისმიერი ნომერი ერთიდან 99-მდე და შანსი, რომ გულშემატკივარმა მაისური აღნიშნული ნომრით ჩაიცვას, დიდია.
შესაბამისად, Adidas-მა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გამოუშვას მაისური აღნიშნული ნომრით და ამოიღოს გაყიდვებიდან.