აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.8%-მდე (5.5%-დან) გაიზარდა.
ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზრდა განპირობებულია საჯარო ინვესტიციებისა და გადარიცხვების ზრდითა და ძლიერი შიდა მოთხოვნით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზრდის პროგნოზი წელს 0.2%-ით გაიზარდა და 4.5%-ს შეადგენს, რაც ინდონეზიის, მალაიზიის, სინგაპურისა და ვიეტნამის მესამე კვარტალის ძლიერ მაჩვენებლებს ასახავს.
წყნარი ოკეანის რეგიონის პროგნოზები უცვლელი რჩება მიმდინარე და მომდევნო წლისთვის — შესაბამისად 4.1% და 3.4%.




