ADB დაფინანსებით საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მომზადებბა

საქართველოს კურორტების მდგრადი და რაციონალური განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე სწორი პოზიციონირების მიზნით, კურორტების განვითარების სააგენტომ მუშაობა დაიწყო საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების 2025-2030 წლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტი. სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.