AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

წლევანდელ ფესტივალზე მ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის:

ფესტივალმა უმასპინძლა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართა. მათ შორის იყო შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის – Let’s Lightbulb-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. AD BLACK SEA-ის ფესტივალი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

ასევე დაგაინტერესებთ

„დასაშვებია, რომ ერთჯერადად რომელიმე გადამცვლელმა პუნქტმა ეს თანხა გადაახურდავოს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ეს ყოველდღიურად ხდება, როგორც მინიმუმ, ეჭვს ბადებს“ – გიორგი ხიშტოვანი $665 მილიონის გათეთრების საქმეზე

ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი მოხმარების წესი, სადაც აღნიშნულია ლოდინის პერიოდები, ანუ როდისაა კონკრეტული პესტიციდის გამოყენება დასაშვები. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავს დანიშნულებებს არც იცავენ და არც ცოდნა არსებობს- ლიკა ბალარჯიშვილი