Activision Blizzard-ის ყოფილ CEO-ს TikTok-ის შეძენა სურს – WSJ

Activision Blizzard-ის ყოფილ CEO-ს ბობი კოტიკს სურს შეიძინოს TikTok საკამათო კანონპროექტის გამო, რომელიც აპს აკრძალვით ან გაყიდვით ემუქრება. ამის შესახებ WSJ წერს.
კოტიკმა შესაბამისი იდეა OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორთან სემ ალტმანთან და კონფერენციის სხვა მონაწილეებთან განიხილა. მან ასევე ByteDance-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჟან იმინგთანაც ისაუბრა.
როგორც აღინიშნა, TikTok-ის შეძენა კოტიკს შეიძლება ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდეს. ეს კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია -ს წარმომადგენელთა პალატაში და ახლა ის სენატმა უნდა განიხილოს.
კანონმდებლები შეშფოთებულნი არიან მონაცემთა კონფიდენციალურობით და აპის ჩინეთთან კავშირებით. TikTok ცდილობს მოიპოვოს ამერიკელი მომხმარებლების მხარდაჭერა და უგზავნის მათ Push-მესიჯებს ამ პრობლემის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კოტიკი ხელმძღვანელობდა Activision Blizzard-ს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია სექსუალური შევიწროების და გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებების შემდეგ.
Activision Blizzard-ის თანამშრომლებმა მისი გადადგომა მოითხოვეს, მაგრამ მან თანამდებობა მხოლოდ 2023 წელს, კომპანიის Microsoft-თან შერწყმის შემდეგ, დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ