ABC News – -მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა

აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ის ინფორმაციით, -ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოდან გაფრინდა და გუანტანამოს ყურეში სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტრიშა მაკლაფლინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 9-10 მიგრანტი იმყოფებოდა, კერძოდ, ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფების Tren de Aragua-ს წევრები.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც პენტაგონს გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე არალეგალი მიგრანტების დასაკავებლად შესაბამისი დაწესებულების მომზადებას ავალებს.
„ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დავავალო თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების უწყებებს, დაიწყონ 30 000-ადგილიანი მიგრანტების დაწესებულების მომზადება გუანტანამოს ყურეში“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…