აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიBBCABC News-ის ინფორმაციით, ირანისგან და მისი მოკავშირეებისგან არსებული “მაღალი თავდასხმის რისკის” ფონზე, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ს დიპლომატებს გაუგზავნა დეპეშა, რომელიც მოუწოდებს უცხო სახელმწიფოებს, “სწრაფად იმოქმედონ ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების შესაძლებლობების შემცირებაზე, რათა დაიცვან ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება.”
ტელეარხის ცნობით, რუბიოს დეპეშა ყველა დიპლომატიურ და საკონსულო პოსტს გაეგზავნა და ის ავალდებულებს აშშ-ს მაღალჩინოსნებს, რომ გზავნილი 20 მარტამდე გადასცენ.
ABC-ს მიერ მოპოვებული დეპეშა ხაზს უსვამს ერთობლივი მიდგომის მნიშვნელობას, როგორც საუკეთესო სტრატეგიას საფრთხის წინააღმდეგ.
“ჩვენი შეფასებით, ირანის რეჟიმი უფრო მგრძნობიარედ რეაგირებს კოლექტიურ მოქმედებაზე, ვიდრე ერთპიროვნულზე, და ერთობლივი ზეწოლას მეტად შეუძლია რეჟიმის ქცევაში ცვლილება გამოიწვიოს, ვიდრე მხოლოდ ერთპიროვნული მოქმედებებს,” – წერია ტელეარხის მიერ მოპოვებულ გზავნილში.
“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საერთაშორისო ყურადღება ფოკუსირებულია ახლო აღმოსავლეთში და გლობალურად ირანული ტერორის კამპანიის შეჩერებაზე. ნუ დაუშვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელიდან გავუშვათ,” – წერია დეპეშაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ABC News–ს კომენტარისთვის განუცხადა, რომ “პრეზიდენტი ტრამპი ფოკუსირებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზე. IRGC [ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია], ჰეზბოლა და სხვა ირანზემიბმული პროქსი ძალები აყოვნებენ მთავრობებს და აზიანებენ რეგიონალურ მშვიდობას.”
ABC-ს ცნობით, დეპეშა ასევე ავალდებულებს დიპლომატებს სხვა შეტყობინებების მიწოდებას, მათ შორის, შეხსენებას ირანის რეჟიმის ხანგრძლივ დესტაბილიზაციის მცდელობებზე ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ ჰეზბოლას, ჰამასის და ერაყის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, და ასევე აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ, რომლებიც “ირანის ბირთვული პროგრამის ნეიტრალიზაციას, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურებას, მოკავშირე ქსელებზე დარტყმას და საზღვაო შესაძლებლობების შემცირებას” მოიცავს.
ტელეარხის მიერ მოპოვებული დეპეშის მიხედვით, უნდა მოხდეს “კამპანიის ძალისხმევის ისრაელელ დიპლომატიურ კოლოგებთან კოორდინირება” და “მთავარი სასაუბრო თემები არ უნდა იყოს დავიწყებული.”
ასევე, დეპეშაში წერია, რომ დიპლომატებს ქვეყნებში, რომლებსაც IRGC და ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციებად ჯერ არ გამოუცხადებით, ევალებათ, დაემხარონ თავიანთ მთავრობებს დაჩქარებულად გააკეთონ ეს.
“ეს გააძლიერებს ირანულ რეჟიმზე ზეწოლას და შეამცირებს მის შესაძლებლობას, დააფინანსოს ტერორისტული საქმიანობა მთელ მსოფლიოში, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მოსახლეობას,” წერია გზავნილში.
“IRGC პირდაპირ ხელმძღვანელობდა ტერორისტულ და მკვლელობის გეგმებს უცხო მიწაზე და მონაწილეობდა მიმდინარე სადაზვერვო და გავლენის ოპერაციებში, ეს გეგმები განზრახული ქმედებებია, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და თქვენი მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანებას,” წერია რუბიოს დეპეშაში.



