ABC-მ, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, კიმელის შოუ ეთერიდან მოხსნა

ABC-მ, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, კიმელის შოუ ეთერიდან მოხსნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Disney-ს მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია ABC-მ ჯიმი კიმელის შოუ – Jimmy Kimmel Live ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა.
„გასულ შაბათ-კვირას ახალ დაბალ დონეს მივაღწიეთ, MAGA-ს ბანდა სასოწარკვეთით ცდილობს ის ბავშვი, ვინც ჩარლი კირკი მოკლა, ერთ-ერთ მათგანად არ წარმოადგინოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, – განაცხადა კიმელმა.
კიმელის კომენტარების შემდეგ -ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან ქარიმ ადგილობრივ მაუწყებლებს მოუწოდა, რომ Jimmy Kimmel Live-ის პირდაპირ ეთერში გაშვება შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია გამოძიებას დაიწყებდა და მაუწყებლებს შეიძლება ლიცენზია დაეკარგათ.
„ეს ახლა Disney-ისთვის ძალიან სერიოზული საკითხია. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტივი ან რთული გზით“, – განაცხადა ქარიმ.
ABC-ის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, ც გამოეხმაურა.
„ეს ამერიკისთვის შესანიშნავი ამბავია. რეიტინგების პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ABC-ს, რომ მათ გამბედაობა ეყოთ ის გაეკეთებინათ, რაც აუცილებელი იყო“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ასევე, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC-ს მოუწოდა, რომ ჯიმი ფელონისა და სეტ მეიერსის ღამის შოუების წინააღმდეგაც მსგავსი ნაბიჯები გადადგას.
ცნობისთვის, ივლისში CBS-მა სტივენ კოლბერის შოუს დახურვის შესახებ გამოაცხადა.