ABBA-ის წევრი ახალ მიუზიკლს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს

პოპჯგუფ ABBA-ის ერთ-ერთი წევრი, შვედი მუსიკოსი ბიორნ ულვეუსი, ს () დახმარებით მიუზიკლს წერს. უახლეს ინტერვიუში კომპოზიტორი AI-ტექნოლოგიის შემოქმედებით პოტენციალზე საუბრობს და მას “შესანიშნავ ხელსაწყოს” უწოდებს. ულვეუსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი სიმღერის დასაწერად მაინცდამაინც გამოსადეგი არაა, განსაკუთრებით ცუდად კი ტექსტს წერს, თუმცა, შემოქმედებით ჩიხში შესვლისას, სასარგებლო ინსტრუმენტად იქცევა.
“როცა ‘იჭედები’, შეგიძლია გაუგზავნო ტექსტი, რომელიც უკვე დაწერილი გაქვს და გინდა, კონკრეტულ სტილს მოარგო”, — ჰყვება ულვეუსი, — “შეგიძლია ჰკითხო, თუ როგორ განავრცობს, როგორ გააგრძელებს. როგორც წესი, უვარგის რაღაცას გთავაზობს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ აქედან ახალი იდეაც შეიძლება დაგებადოს”.
შემოქმედებით პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, მუსიკალურ ინდუსტრიაშიც. რამდენიმე თვის წინ ხელოვანებმა ბრიტანეთსა და -ში ხელისუფლებებს ღია წერილებით მიმართეს და AI კომპანიებისგან თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს.
აი, ულვეუსი კი ხელოვნურ ინტელექტში კონკურენტზე მეტად თანამშრომელს ხედავს.
“შესანიშნავი ხელსაწყოა”, — ამბობს მუსიკოსი, — “თითქოს, სტუდიაში სხვა კომპოზიტორიცაა, რომელსაც რჩევისთვის შეგიძლია მიაკითხო. ის შენს გონებას აფართოებს და ისეთ რაღაცებს წარმოგიდგენს, რომლებზეც ვერც კი იფიქრებდი”.
ულვეუსი, რომელიც ბენი ანდერსონთან ერთად ABBA-ის სიმღერებს წერდა, დიდი ხანია, ტექნოლოგიებითაა გატაცებული. მუსიკოსი ამბობს კიდეც, ყოველთვის გვინდოდა, უახლესი რაღაცები გამოგვეცადაო. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბენი და ბიორნი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც სტუდიაში მინიმუგის სინთეზატორი და ციფრული ხმისჩამწერი მანქანები გამოიყენა.
80 წლის ულვეუსი კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალ მუსიკაზე მუშაობას და ამის მოტივაციად “ცნობისმოყვარეობას” და სიახლეების გამოცდის სურვილს ასახელებს. კომპოზიტორი ამატებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენაც მის კარიერაში, უბრალოდ, ახალი საფეხურია.
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, წინა წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით შეშფოთებულები არიან ცნობილი მწერლებიც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
· ეკონომიკა კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
· ეკონომიკა ბაზისბანკის 2025 წლის 4 თვის ფინანსური შედეგები ბაზისბანკის 2025 წლის 4 თვის ფინანსური შედეგები
· საზოგადოება apeople-ში ეკოჩელენჯი წარმატებით დასრულდა — გამოვლინდა 10 გამარჯვებული apeople-ში ეკოჩელენჯი წარმატებით დასრულდა — გამოვლინდა 10 გამარჯვებული
· გადახედვა პოლიტიკა : პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე? სალომე ზურაბიშვილი: პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?
· გადახედვა კოსმოსი შესაძლოა, ვენერას ორბიტაზე დედამიწისთვის უხილავი საფრთხე იყოს ჩასაფრებული შესაძლოა, ვენერას ორბიტაზე დედამიწისთვის უხილავი საფრთხე იყოს ჩასაფრებული