ხარკოვზე მორიგ თავდასხმას სამი ბავშვი ემსხვერპლა – ოლქის გუბერნატორი

სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორ ოლეგ სინიეგუბოვზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ, ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. Ukrainska Pravda-ს ცნობით, 15-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ რუსული აგრესია მათი ქალაქის მიწასთან გასწორებას ცდილობს.
“მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – თქვა ტერეხოვმა შემთხვევის ადგილიდან ჩართვისას.
ქალაქზე შეტევა რუსმა ოკუპანტებმა 10 თებერვლის ღამეს მიიტანეს. შეტევის შედეგად, ცეცხლმა 3700 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. 50 ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის ევაკუირება მოხერხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას