ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, გიგა კობალაძის დაკვეთით, „სტუდია მონიტორი“, მორიგ ყალბ სიუჟეტს ამზადებს

კუთვნილი ჰონორარების მითვისების საქმის თაობაზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების თხოვნით მივმართეთ.
განცხადებას თან ერთვის არაერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, ადასტურებს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ (GCA) თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ წლების განმავლობაში ჩვენი კუთვნილი თანხების მითვისებასა და გაფლანგვას. აღნიშნულის დასადასტურებლად, გასულ წელს GCA ჩატარებული აუდიტორული შემოწმების მასალებიც კმარა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუდიტის დასკვნები ვერ მოიცავდნენ სრულად დანაშაულებრივი ქმედებების ვერც პერიოდს და ვერ მასშტაბს.
ამავდროულად, საქართველოში საავტორო უფლებების მართვის სფეროში გატარებული რეფორმის ფარგლებში, პირველად გაიმართა აკრედიტაციის კონკურსი. აღნიშნულში ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების უფლება მოიპოვა „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციამ“ (IPOA-მ), რომელმაც გააერთიანა მანამდე მოქმედი ყველა სხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციაში გაწევრებული ხელოვანები.
მოულოდნელი არ ყოფილა, რომ აკრედიტაციაზე უარი ეთქვა კობალაძის ორგანიზაცია GCA-ს, რომელიც კანონით დადგენილი სტანდარტების აბსოლუტურ მოთხოვნებს უბრალოდ ეწინააღმდეგებოდა.
იმ ფონზე, როცა კობალაძეს აეკრძალა ხელოვანების კუთვნილი ჰონორარების შეგროვება და წარსულში შეგროვებული თანხების სავარაუდო მითვისების გამო ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო, კობალაძემ, როგორც ადრე, მორიგი ყალბი სიუჟეტი დაუკვეთა „სტუდია მონიტორს“.
როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლის ფანტაზია ამჯერადაც პრიმიტიულია და გულისხმობს, რომ ვინც საკუთარი ჰონორარის მიღებას და მოპარული თანხის დაბრუნებას ითხოვს ის „რუსია“. ამჯერად ყალბი ანონსით გვატყობინებს, რომ აკრედიტაცია მიიღო ვინმე რუს ბიზნესმენთან დაკავშირებულმა კომპანიამ.
ჩვენთვის გასაგებია, რომ კობალაძეს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია კერძო კომპანია ჰგონია, დაკვეთილი სიუჟეტის ავტორს კი საჭიროდ არ მიაჩნია ელემენტარული ფაქტების შესწავლა, მაგრამ საზოგადოებისათვის გვსურს განვმარტოთ, რომ აკრედიტაცია მიიღო არა რომელიმე კომპანიამ, არამედ ასოციაციამ, რომლის დამფუძნებლები, ისევე როგორც ყველა ათასზე მეტი წევრი, ქართველი ხელოვანები არიან.
ორგანიზაციის მენეჯმენტში, კერძოდ, ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორის თანამდებობას იკავებს ერთადერთი უცხოელი, გერმანელი პროფესიონალი, „უნივერსალ მობაილის“დამფუძნებელი, შტეფან შულცი.
ინფორმაცია, დამფუძნებლების, წევრებისა თუ ხელმძღვანელების შესახებ არასოდეს ყოფილა დახურული და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, თუმცა, არც სიუჟეტის დამკვეთს და არც შემსრულებელს, ოფიციალური ფაქტები არასოდეს აინტერესებდათ.