იენს სტოლტენბერგი – ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„თუ პუტინი ში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ს აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის თავის ეკონომიკას უკვე ამზადებს.
„ჩვენ სამრეწველო ბაზის სწრაფად აღდგენა და გაფართოება გვესაჭიროება, რათა უკრაინისთვის მიწოდება გავზარდოთ და ჩვენი საკუთარი რეზერვები შევავსოთ. ეს მშვიდობიან პერიოდში ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას ნიშნავს, როგორც ეს კონფლიქტის დროს არის აუცილებელი“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს