2023 წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 36,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა ჯამში $79,4 მლნ შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან ($58 მლნ) შედარებით 36,7%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით $59,7 მლნ ღირებულების მსხვილფეხა საქონელი ერაყში გავიდა, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – $19,2 მლნ-ით, ირანი – $0,38 მლნ-ით და სომხეთი – $0.34 მლნ-ით.
2022 წელთან შედარებით, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების რიცხვი შემცირდა. მათ იორ და ეგვიპტე გამოაკლდა. იორდანიაში 2022 წელს $1,9 მლნ-ის საქონელი გაიყიდა, ეგვიპტეში კი $0,68 მლნ-ის.
ორივე წელს საქართველოდან მსხვილი რქოსანი პირუტყვის მთავარი ექსპორტიორი ერაყი იყო.