„ძაღლისთვის ძვლების საყიდლად შევიდა… სხვას გადაეფარა და…“

რუსთავის ბაზარში, 35 წლის გიორგი ორველაშვილმა ხალხს ცეცხლი ისეთ დროს და ისეთ ადგილას გაუხსნა, სადაც თავდასხმას არავინ ელოდა. ე.წ. “სტამბოლის ბაზრობის”, აგრარულ სექციაში, სადაც მისი ბიძა და ბიძაშვილი ხორცს ყიდდნენ, ნახევრად ავტომატური სანადირო თოფით დაახლოებით დილის 10:30 საათზე შეიჭრა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ბიძა ადგილზე მოკლა, ბიძაშვილი მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა არც ის პირები დაინდო, რომლებიც მის სიახლოვეს აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთი მოკლული ტაქსის მძღოლია, რომელიც მაღაზიაში ძაღლისთვის ძველის საყიდლად შევიდა და სხვისი გადარჩენის მცდელობას შეეწირა.

„ტაქსის მძღოლი, უწესიერესი ბიჭი, სიცილით მოგვესალმა, ხორცს ვიყიდი და ახლავე დავბრუნდებიო. შევიდა მაღაზიაში, იქ რომ იარაღიანი დაუნახავს, არ ესროლო ძმაოო და გადაფარებია, გულში მოარტყა ტყვია…“ – ამბობს ადგილობრივი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, გადაღების საშუალება არ ჰქონდა – ახლა უფრო რთულად, მაგრამ მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

გია ვოლსკი – როცა კამერას ხედავენ, სასამართლო ბრძოლის ველად არის გადაქცეული – მედიის პროცესზე ყოფნა და ფოტო-ვიდეო გადაღება ემსახურება ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესი პერფორმანსით გადაფარონ