დანიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს

რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა გამოცემა Jyllands-Posten-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამხედრო ტექნიკის წარმოებაში ს პოტენციალი ძალიან გაიზარდა…
არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ სამი-ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი სიმყარეზე გამოცდის მე-5 მუხლსა და ნატო-ს სოლიდარობას. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს ახალი ცოდნაა, რომელიც ახლა წინა პლანზე გამოდის“, – განაცხადა პოულსენმა.
მისი თქმით, დანიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს, რომლებიც მისი წევრი სახელმწიფოს დესტაბილიზაციაზე იქნება მიმართული.
„რუსეთს აქვს პოტენციალურად ამის გაკეთების სურვილი. ახლა მათ შეიძლება შესაძლებლობა ჰქონდეთ სამხედრო პოტენციალი მიიღონ უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ველოდით. არსებობს საფუძვლები ნამდვილი შეშფოთებისთვის”, – განაცხადა პოულსენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე