“ისტორიის სირცხვილია ენმ–ი, მთავარსარდალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა” – იუსტიციის მინისტრი –

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პარლამენტში ოპოზიციას მიმართა და განაცხადა:
ეს მემკვიდრეობა დაგვრჩა ნაციონალური მოძრაობისგან. წაგებული იყო სრულად საინფორმაციო ომი, ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი, ვინც მოაწერა, იმას ეცოდინებოდა სავარაუდოდ. ეს მემკვიდრეობა დატოვეს. ამ ყველაფრის მერე ქართულმა სახელმწიფომ, კერძდ იუსტიციის სამინისტრომ და თანამშრომლებმა შეძლეს ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგვეგო აბსოლუტურად ყველა დავა და დღეს რუსეთს დაეკისრა მათ შორის კომპენსაციის გადახდა და განახლდა და წარმოებაში მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმე, თუმცა ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველამ მკაფიოდ ნახა და მე ვსაუბრობ მხოლოდ დოკუმენტებით. ერთ სიტყვას არ ვამატებ ჩემსას, თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს იკითხოს, მათ მიერვე მოწერილ რეზოლუციას ხელს მივაწვდით, რაც არის სირცხვილი და მართლაც რომ ისტორიის სირცხვილი არის ენმ და საერთოდ გასაკვირია, რომ გამოფენილი გაქვთ ეს დროშა და კიდევ მაგაზე მელაპარაკებით, ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ