სახალხო დამცველმა მარნეულში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვემო ქართლის რეგიონის მაცხოვრებელთა სოციალურ მდგომარეობაზე, სახელმწიფო სერვისების, მათ შორის, ხანდაზმულთათვის განკუთვნილი სერვისების მუშაობის ხარვეზებზე, განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადრეული ქორწინების მანკიერ პრაქტიკასა და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ბარიერებზე.
ომბუდსმენის აპარატის ცნობითვე, მარნეულში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, ჩაის სუფრის, აზერბაიჯანული ცეკვებისა და ხალიჩების ქსოვის ტრადიციას გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…