კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ს საკრებულო ავრცელებს.
„უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს დასახელებების მოშორებას, რომლებიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე მოქმედებდნენ. დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესი საკმაოდ გრძელია, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთობლივი ძალისხმევებით ქალაქი აქტიურად მიიწევს ამ მიმართულებით. მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანა-აგრესორთან, მის საბჭოურ და იმპერიულ წარსულთან“, – განაცხადა კიევის საკრებულოს მდივანმა ვლადიმირ ბონდარენკომ.
ბულგაკოვის ქუჩის გარდა, რომელიც ახლა ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა გახდა, კიევში დასახელება კიდევ ცხრა ობიექტს შეუცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ