ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევში -ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“არ შეგვიძლია აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კონგრესმენების ში ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა იმ დროს, როდესაც მშვიდობიანი ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.
“ეს ვიზიტი უკრაინის ძლიერი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ მეტყველებს, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აგრესორისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევაში გვეხმარება. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ერის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, განსაკუთრებით იმ გმირების, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 5 წევრისგან შედგება: მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი), რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე ფრენჩ ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი).

ასევე დაგაინტერესებთ