დიმიტრი პესკოვი – რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს იგივე, ან ისეთივე, როგორიც ვლადიმერ პუტინი

რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
სტუდენტურ საინფორმაციო არხთან MGIMO 360-თან ინტერვიუს დროს პესკოვს ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი პუტინის ეპოქის დასრულების შემდეგ.
„იგივე, ან სხვა, მაგრამ ისეთივე“, -უპასუხა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის არჩევნებში და გაიმარჯვებს.
„პუტინს ჯერ არ განუცხადებია, აპირებს თუ არა კენჭისყრას. მაგრამ გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ის გააკეთებს ამას. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოიგებს არჩევნებს, ეჭვი არ მეპარება, რომ ის კვლავაც ჩვენი პრეზიდენტი იქნება და შემდეგ ვნახოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ