“რა უგულო ვერაგია, არ გაკარებია შოვის ტრაგედიის მსხვერპლებს, მის ინტერესებში შედის ცნობად ადამიანებზე ხარჯების გაწევა” – ნათელაშვილი

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:

ბატონ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებაზე რომ მთელ საქართველოს გული დასწყდა ეს ცხადია, მაგრამ წარმოიდგინეთ რა უგულო ვერაგი ოლიგარქის ხელშია ქვეყანა რომელსაც არცერთ საქვეყნო ტრაგედიაზე ფორმალური სამძიმარიც კი არ გამოუხატავს არასდროს, ისევე როგორც არ გაკარებია ს ტრაგედიის მსხვერპლებს და არც გუშინ მეწყერში დაღუპულთა ოჯახებისთვის მიუქცევია რაიმე ადამიანური ყურადღება. თუმცა ცხადია მის ინტერესებში შედის მხოლოდ ცნობად, სახელოვან ადამიანებზე სულიერი თუ მატერიალური ხარჯების გაწევა, რათა მათ შემდგომ თავისი რეიტინგით უყიდონ ადამიანები.

ასევე დაგაინტერესებთ