“თუნდაც ფასიანი ვიზიტები სააკაშვილთან” – ნატო ჩხეიძე იუსტიციის მინისტრს

ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების აღდგენას ითხოვენ. ისინი ამ წინადადებით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიმართავენ.
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მისულ მინისტრს მოუწოდა, რომ სააკაშვილთან შესვლის უფლება დართონ დეპუტატებს.
“თუ იქნება შესაძლებელი, რომ ერთი პატიმრისთვის, რომელთან ვიზიტსაც პოლიტიკური პაემანი უწოდა ჩვენმა თავმჯდომარემ. ხანმოკლე, თუნდაც ფასიანი ვიზიტები აღადგინოთ,“ – მიმართ მინისტრს ნატო ჩხეიძემ.
დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვივა-მედში რამდენიმე თვეა, აკრძალული აქვთ. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, რომელიც ამბობს, რომ “სააკაშვილთან ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი