ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარალმენტში, სადაც დეპუტატები საარჩევნო კოდქსში ცვლილებებს განიხილავდნენ. ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ხელისუფლებას ახლა მოახლოებული არჩევნების ეშინია. “ლელოს” წევრის თქმით, სწორად ამიტომ იღებენ ისინი უსამართლო გადაწყვეტილებებს.
ერთადერთი რამე იხილება დღეს საქართველოს პარლამენტის დარბაზში: არის ხელისუფლება მზად, შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და შესაბამისად, გადაიყვანოს საქართველო შემდეგ ეტაპზე, თუ არა. დღეს ამ დარბაზში ჩვენ მოვისმინეთ უკვე პასუხი: ხელისუფლება აცხადებს უარს, შეასრულოს 9-დან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია. მუხლობრივი და პუნქტობრივი განხილვა, ეს არის თვალის ახვევამ თითქოს ტექნიკურ თემებზეა საუბარი. აქ არის საუბარი სამართლიან თამაშის წესებზე, სამართლიან კონკურენაციაში შესვლაზე საარჩევნო პროცესში, რომლისაც თქვენ გეშინიათ, – თქვა ნაცვლიშვილმა.