სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე – არ გვაინტერესებს სად გაემგზავრება და სად – არა – ირაკლი კობახიძე

არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე – არ გვაინტერესებს სად გაემგზავრება და სად – არა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საგარეო ვიზიტებზე თანხმობას არ იმსახურებს.
„ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე. ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის პირველი მიზეზი, მეორე მიზეზი არის ის, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღეების ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ მას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ. არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება და სად არა. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს“,-განაცხადა მ.