ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს – თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერიც – ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ

ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის ს განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.
„ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს იქნებ ესეც გაუკვირდეს, ბატონმა თენგიზმა [შარმანაშვილმა] თქვა, რომ გაკვირვება გამოხატა, როგორ შეიძლება თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტსაბჭოს წევრიაო. ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. ამ ნონსენსში ვართ. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე რეაგირება და პასუხის გაცემა, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტსაბჭოს წევრები. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ