2023 წელს საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მლრდ ლარი დახარჯეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 11.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის მონაცემებით, ამ ტიპის ვიზიტებისას გაწეული ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით შემდეგია:
· საყიდლები – 853 მლნ ლარი (41.9%)
· საკვები და სასმელი – 501.9 მლნ ლარი (24.6%)
· განთავსება – 339.6 მლნ ლარი (16.7%)
· ადგილობრივი ტრანსპორტი – 189.6 მლნ ლარი (9.3%)
· გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 90.9 მლნ ლარი (4.5%)
· სხვა – 61.8 მლნ ლარი (3.0%)
გარდა ამისა, 2023 წელს ქვეყნიდან საქართველოს 2.8 მლნ რეზიდენტი მოგზაური გავიდა საზღვარგარეთ, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქსტატის ინფორმაციითვე, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტები გასულ წელს უმეტესად თურქეთსა და სომხეთს სტუმრობდნენ.
ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:
· თურქეთი – 43.3%
· სომხეთი – 15.0%
· – 12.5%
· ევროკავშირის წევრი ქვეყნები – 14.5%
· აზერბაიჯანი – 1.9%
· სხვა ქვეყნები – 12.7%
მონახულებული ქვეყნების სიხშირის მიხედვით, იმავე ტენდენცია შეინიშნებოდა გასული წლის მე-4 კვარტალშიც, როდესაც საქართველოს რეზიდენტებს შორის პოპულარობით სარგებლობდა თურქეთი და სომხეთი. ამასთან, ამავე პერიოდში საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 557.9 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.