ისრაელის თავდაცვის ძალები – ხან იუნისში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ბრძოლა გრძელდება და „ჰამასის“ უჯრედების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა.
თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სამხრეთში, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში, კომანდოს ბრიგადა მოქმედებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებს.
აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში, ხან იუნისში „ჰამასის“ 20-მდე წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ამასთან, ხან იუნისში ისრაელელმა სამხედროებმა დაარტყეს რამდენიმე შენობას, რომლებიც, მათი მტკიცებით, დანაღმული იყო, ასევე „ჰამასის“ რამდენიმე ობიექტი დაარბიეს და იარაღი და აღჭურვილობა ამოიღეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ბეიტ ლაჰიაში, სადაც „ჰამასის“ პოზიციის მახლობლად შეიარაღებული პირები დააფიქსირეს.

ასევე დაგაინტერესებთ