რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული, 1988 წელს დაბადებული გ.ო. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
სროლის შედეგად უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე 3 პირია მოკლული, ერთ-ერთი გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა.
„არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. სამი ადამიანი ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა. ისიც დაიღუპა“ – განუცხადეს ambebi.ge-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!