ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა – აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-მამისონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა