რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის მთავარი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ცესკოს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს – წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად შესაბამისი ბერკეტები ხელიდან ეცლებათ

ოპოზიციის მთავარი წუხილი და ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს – ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღელვებს, რადგან წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად შესაბამისი ბერკეტები ხელიდან ეცლებათ, – ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.
როგორც იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის რაც რეალურად ოპოზიციას სურს, სამართლიანი და დემოკრატიული ს ორგანიზებასთან კავშირში არ არის.
„ხშირად არის როცა დასავლურ პრაქტიკაზე მიუთითებენ. სადმე თუ არსებობს პრეცედენტი, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირი პარტიული პირი იყოს?! ეს არის წუხილი რაც ოპოზიციას გააჩნია, რასაც არც დემოკრატიულ პროცესებთან, არც სამართლიან და კონკურენტუნარიანი არჩევნების ორგანიზებასთან კავშირი არა აქვს. ამის საპირისპიროა ყველაფერი ის, რის გამოც პოლემიკაში შემოდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც