შეიარაღებული ირანელი, რომელმაც შვეიცარიაში მატარებელში 15 მძევალი აიყვანა, პოლიციამ მოკლა

შვეიცარიაში მატარებელში შეიარაღებულმა ირანელმა კაცმა 15 მძევალი აიყვანა. პოლიციამ 32 წლის ირანელი თავდამსხმელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავშესაფრის მაძიებელი იყო.
შემთხვევა შვეიცარიაში ბოლმსა და ივრდონ-ლე ბენს შორის მოძრავ მატარებელზე მოხდა. როგორც ცნობილია, ირანელი თავდამსხმელი ნაჯახით და დანით იყო შეიარაღებული. 15 მძევალი ირანელი თავშესაფრის მაძიებლის ტყვეობაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
“ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა. თავდამსხმელი ფატალურად დაიჭრა სპეცოპერაციის დროს” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
თავდამსხმელის მოტივების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.