ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა

ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ს მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ეს თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჰეზბოლას ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიცრის მკვლელობის პასუხი იყო.
როგორც ცნობილია, ჰეზბოლას თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმის სამიზნე ზემო გალილეის რეგიონში, ქალაქი მერონი იყო, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტია.
თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო დარტყმით უპასუხა იმ სამხედრო პუნქტზე, საიდანაც აღნიშნული 30 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.