შემოსავლების სამსახური – სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა მომსახურების სრული აღდგენა დროულად მოხდეს.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
“შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის”, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!