რატი იონათამიშვილი გვარამიას პარტიაზე – ძალიან უხერხულია, ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობდნენ მაშინ, როდესაც მათი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას.
„მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ ჩვენ მოსახლეობას. ფაქტი არის, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!